YanAir-ი ოდესიდან ბათუმისა და თბილისისკენ იფრენს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოდესიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით გეგმავს ფრენებს. 

YanAir-ი ოდესა-ბათუმი-ოდესას საჰაერო ხაზზე ოპერირებას 29 მაისიდან შეუდგება, ოდესა-თბილისი-ოდესას მარშრუტზე 6 ივნისიდან.

ოდესა-თბილისის მიმართულებაზე (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 5.5 ათასი გრივნადანაა, ოდესა-ბათუმის მიმართულებით (ერთი გზ) კი – 3.5 ათასი გრივნაა.

ღირებულებაში შედის 23 კგ-იანი ბარგი და 7 კგ ხელბარგი.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …