ომის მიუხედავად უკრაინამ ევროპაში მარცვლეულის ექსპორტი განაახლა

ომის მიუხედავად უკრაინამ ევროპაში მარცვლეულის ექსპორტი განაახლა. ტრეიდერებმა ევროპაში უკრაინული სიმინდის პირველი პარტია სარკინიგზო გზით გაიტანეს, რადგან უკრაინის საზღვაო პორტები დაბლოკილია და მათი ტრანსპორტირებისთვის საზღვაო გზა ჩაკეტილი იყო.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია, რომელიც აქამდე ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან ახდენდა. ომამდე მარცვლეულის ყოველთვიური ექსპორტი 5 მილიონ ტონას აჭარბებდა.
ტრეიდერები და უკრაინის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ უკრაინას, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგები, შესაძლოა შემდგომშიც მისი ექსპორტი მატარებლით განახორციელოს.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …