Wizz Air-ი საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე, წლის ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე, წლის ავიაკომპანიად დასახელდა. ჯილდო Wizz Air-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ მიიღო. გალა ღონისძიება მონრეალში, 2023 წლის საჰაერო სატრანსპორტო სიმპოზიუმთან ერთად ჩატარდა. ღონისძიებას დარგის ლიდერები ესწრებოდნენ.

საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება არის საერთაშორისო ღონისძიება, სადაც საავიაციო სექტორის საუკეთესო მოთამაშეებს, დარგში მიღწეული წარმატებისთვის ასახელებენ. ყოველწლიური ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, კომპანიებს და საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიის ლიდერებს.

„მადლობელი ვარ, რომ ვიღებ წლის საუკეთესო ავიაკომპანიის ჯილდოს Wizz Air-ის მთელი გუნდის სახელით. Wizz Air არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მწვანე ავიაკომპანია მსოფლიოში. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან სერვისს ყველაზე დაბალ ფასად – Wizz ქსელის 1000 მარშრუტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის 55 ქვეყანაში. ეს მიღწევა არის ჩვენი 8000 თანამშრომლის დაუღალავი ძალისხმევის აღიარება, რათა ფრენა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – აცხადებს Wizz Air ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, იოზეფ ვარადი.

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანიად” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …