2022 წელს, Viber-ის არხები, პოპულარობის მოპოვებას განაგრძობენ

Rakuten Viber, 2022 წელს აჯამებს და პოპულარობის ზრდის მონაცემებს აქვეყნებს –  ანალიტიკის მიხედვით, განახლების შემდეგ, საქართველოში Viber არხების რაოდენობა 84%-ზე მეტით გაიზარდა.

წლის დასაწყისში, Viber მესენჯერმა გამოუშვა მნიშვნელოვანი განახლება კონტენტის შემქმნელთათვის: არხების, კომენტარების, სტატისტიკის, გადადებული გამოქვეყნების და სხვა ფუნქციების სახით. ამან ბრენდების, ორგანიზაციების, მედიისა და ბლოგერებისთვის, აუდიტორიასთან კომუნიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი და ეფექტური გახადა. შედეგად გაიზარდა ინტერესი კონტენტის შემქმნელებსა და მესინჯერების მომხმარებლებს შორის.

 

არხები Viber-ში საქართველოში პოპულარულ არხებს ათობით და ასობით ათასი გამომწერები ჰყავთ, რომლებიც მათთვის საინტერესო შინაარსის მიხედვით ირჩევენ კონკრეტულ არხს. მაგალითად, Viber-ს აქვს არხი საქართველოს მომხმარებლებისთვის –Viber საქართველო. აქ ქვეყნდება ინფორმაცია Viber-ის ყველა განახლებასა და მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებ, ადგილობრივი AR ლინზების და სტიკერების, ასევე სხვა აქტუალური თემების შესახებ. კიდევ ერთი სასარგებლო მაგალითია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არხი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ჯანმრთელობის შესახებ საინტერესო ფაქტები და რჩევები, ასევე ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა გლობალური ინიციატივების შესახებ. ასევე Viber-მა გლობალური არხი GOAL გამოუშვა, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საფეხბურთო მატჩების შედეგებს და მნიშვნელოვან სპორტულ ამბებს.

 

Viber-ის არხები, კონტენტის შემქმნელებისთვის აუდიტორიასთან დასაკავშირებელ მოსახერხებელ ხელსაწყოებს უზრუნველყოფენ. იმისათვის, რომ ეს ურთიერთქმედება უფრო საინტერესო გახდეს, Viber-ის App-ში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფუნქციები, მათ შორის ლინზები, ფილტრები და ასევე თემატური სტიკერები.

 

თემატური სადღესასწაულო AR ნიღბები და ლინზები Viber-ში დღესასწაულების მოლოდინში Viber-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ზამთრის და საახალწლო AR-ნიღბები, საშობაო და საახალწლო სტიკერების პაკეტები (ხელმისაწვდომი იქნება 24 დეკემბრიდან).

სადღესასწაულო ნიღბები და სტიკერები დაგეხმარებათ ამ პერიოდის განმავლობაში მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა კიდევ უფრო ნათელი და მრავალფეროვანი გახადოთ, ასევე ორიგინალურად მიულოცოთ დღესასწაულები.

თემატური საახალწლო AR ნიღაბი Viber-ში

რამდენიმე საინტერესო Viber არხი, რომლის გამოწერა ნამდვილად ღირს:

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის Rakuten Group Inc.-ის ნაწილი, რომელიც მსოფლიო ლიდერია ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების სფეროში. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …