Rakuten Viber, გლობალური ლიდერი კერძო, უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, განახლებული, ერთიანი Viber-ის ბრენდის იდენტობის ჩაშვებას აანონსებს. Viber Pay-ის ამოქმედებით, Viber სუპერ აპლიკაციების ტერიტორიაზე გადავიდა. შესაბამისად, განახლდა მისი UX/UI დიზაინიც -ეს კომპანიის ახალ ფაზაზე გადასვლას ასახავს. მოდერნიზებული აპლიკაცია, ახალგაზრდა აუდიტორიაზეა მორგებული.
Rakuten Viber 2010 წელს დაარსდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, ბრენდმა ჩამოაყალიბა ცნობადი სტილი და გააერთიანა ერთი მილიარდი მომხმარებელი. ბოლო პერიოდში, Viber-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა AR და ფინტექის პროქტებზე, რათა შეტყობინებების პლატფორმაში, მომხმარებელთა გამოცდილება გაეუმჯობესებინა. კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, Viber-ს სურდა, რომ განვითარებულიყო ვიზუალური ბრენდინგი და მიმდინარე ინოვაციების შესაბამისი გამხდარიყო.
ამ მიზნის მისაღწევად, Rakuten Viber-მა შეარჩია Taktika, მრავალი ჯილდოს მფლობელი უკრაინული კრეატიული სააგენტო, რომელმაც, ბრენდის წიგნში, მკაფიო და მოსახერხებელი ელემნეტები დაამატა. განახლებული დიზაინი, ასევე დაემატება ათობით სხვადასხვა ენაზე მომზადებულ საინფორმაციო მასალებსა და პროდუქტებს, რომლებიც, უკვე დამუშავების ეტაპზეა. ის ინარჩუნებს ნაცნობ სტილს, თუმცა, ანახლებს ფერების არსებულ პალიტრას და აუმჯობესებს ვიზუალურ ელემენტებს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უფრო მასშტაბური რებრენდინგისკენ მიდის, რადგან პლატფორმა აგრძელებს განვითარებას.
კარა კაცევი, Rakuten Viber-ის გლობალური მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი:
„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს ჩვენს ახალ ვიზუალურ ბრენდს ვუზიარებთ და Viber-ს წარმოვადგენთ, როგორც ინოვაციურ სუპერ აპლიკაცის – ზუსტად ისეთს, როგორიც ის დღეს არის. Taktika ამ პროქტის იდეალური პარტნიორი იყო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იზიარებდა ჩვენს ხედვას და გვეხმარებოდა ვიზუალური ბრენდის ხელახლა წარმოდგენაში, თანაც, ჩვენი ძირითადი იდენტობის შენარჩუნებით“
რომან გურბანოვი, Taktika-ს თანადამფუძნებელი:
„ისეთი აპლიკაციის ბრენდის იდენტობის განახლებაზე მუშაობა, რომელსაც მილიარდზე მეტი სამომხმარებლო აუდიტორია ჰყავს, გამოწვევებითაა სავსე. ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ „დაგვენგრია“ ყველაფერი ის, რასაც კომპანია წლების განმავლობაში აშენებდა. Viber ეს არის მტკიცედ დამკვიდრებული ბრენდი, რომელსაც აქვს მაღალი დონის ცნობადობა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო ვიზუალურად განგვეახლებინა ყველა მარკეტინგული მასალა და წარმოგვედგინა Viber, როგორც თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებული, ტექნოლოგიური ბრენდი“.
ბრენდის ერთიანი იდენტურობა Viber-ის მომხმარებლის ინტერფეისის საერთო რედიზაინის ნაწილია და გლობალურად ეტაპობრივად გავრცელდება მომდევნო წლის განმავლობაში. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უფრო მასშტაბური რებრენდინგისკენ მიდის, რადგან პლატფორმა აგრძელებს განვითარებას.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.
Taktika Studio-ს შესახებ
Taktika არის კიევში დაფუძნებული დიზაინის სააგენტო, რომელიც 2021 წელს დაარსდა. მათი ნამუშევრები აღიარებულია საერთაშორისო დიზაინისა და შემოქმედების კონკურსებით, მათ შორის Golden Drum, Red Dot Design Award და Young Glory. Taktika მუშაობს გლობალურად, უზრუნველყოფს დიზაინისა და შემოქმედითი სერვისების მიწოდებას როგორც ადგილობრივი უკრაინული ბრენდებისთვის, ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ევროპიდან, აზიიდან და აშშ-დან.