Uzbekistan Airways-ი ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი ავიაკომპანია იფრენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას Uzbekistan Airways 16 ივლისიდან დაიწყებს.

ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორის სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …