UVT Aero პერმიდან ბათუმის მიმართულებაზე ავიარეისებს აღარ გეგმავს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია UVT Aero-მ დაანონსებულ პერმი-ბათუმის მიმართულებაზე უარი თქვა. როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანია მიმდინარე წელს აღარ აპირებს პერმიდან ბათუმისა და გელენჯიკის მიმართულებით განახორციელოს ფრენები.

თუ რატომ გადაიფიქრა ავიაკომპანიამ აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირება არ კონკრეტდება.

სტატისტიკური ინფორმაციით, UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებაზე 2018 წელს ოპერირებდა და ამ ხნის განმავლობაში მთლიანობაში 2 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …