USD 6.2 მილიონზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით, ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს დაეხმარა

გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO) დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა დაინტერესებული მხარეებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის მე-3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული პროექტის დახურვის აღსანიშნავად. ღონისძიების მიზანი იყო ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-ს მიერ მიღწეული შედეგების წარმოდგენა USD 12 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, ფოკუსი გაკეთდა ბენეფიციარების ერთმანეთთან დაკავშირებაზე, B2B შეხვედრების მეშვეობით. ღონისძიებაზე მომავალი ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განვითარების ძირეული პრიორიტეტების განხილვაც განხორციელდა.

USD 6.2 მილიონზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით, ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს დაეხმარა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაახლოებით USD 15 მილიონის პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყო ხელი. შედეგად, იქმნება 1,500-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო პროგრამის ბენეფიციარები საკუთარ პროდუქტიულობასა და ბრუნვას მკვეთრად ზრდიან. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს პროექტის ექსტენციის კომპონენტმა ღირებული ტექნიკური დახმარება და სერვისები გაუწია 1,900-ზე მეტ ფერმერს, საქართველოს რამდენიმე რეგიონში. FAO-ს პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. FAO-ს გუნდი მათ ტექნიკურ დახმარებას უწევდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …