Ural Airlines-ი ომსკი-თბილისის ავიარეისებზე უარს ამბობს

თბილისი (BPI) – Ural Airlines-ი ომსკი-თბილისის ავიარეისებზე უარს ამბობს. ავიაკომპანიამ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას ომსკიდან 6 საერთაშორისო მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვა ოფიციალურად სთხოვა. ავიაგადამზიდავი ომსკიდან რეგულარულ რეისებს გეგმავდა თბილისის, ყაზახეთის 3 ქალაქის და ყირგიზეთის 2 ქალაქის მიმართულებით.

თუმცაღა ავიაკომპანია Ural Airlines-მა მოულოდნელად საკუთარი განაცხადი უკან გამოიხმო. როგორც Ural Airlines-ში აცხადებენ, „ეს ნაბიჯი გამოწვეულია ავიაკომპანიის ეფექტიანობის გაზრდისთვის. რაც თავის მხრივ სამარშუტო ქსელის გაუმჯობესებია ნაწილია“.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …