ქართულ კომპანიებს Universal Pictures-თან, Disney-თან და HBO-თან თანამშრომლობის შანსი ეძლევათ

5-დან 15 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი ჰოლივუდში.

ვიზიტის მიზანია ქართული კომპანიების დაკავშირება ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სტუდიებთან, როგორებიცაა Universal Pictures”, “Disney”, “HBO” და სხვ.

დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის პროდუსერთა გილდიის მთავარ კონფერენციაზეც – Produced By Conference. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” საქართველოს კინოინდუსტრიის სფეროს ყველა წარმომადგენელს სამუშაო ვიზიტსა და კონფერენციაში მონაწილეობის და საკუთარი შესაძლებლობების საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი არაუგვიანეს 15 აპრილისა.

სარეგისტრაციო ფორმა

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …