UNICEF მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქუთაისში საჯარო ლექცია ჩატარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის – „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში, ქ. ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სკოლის 200-მდე მოსწავლე ესწრებოდა. საჯარო ლექცია ჩაატარეს სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა. საჯარო ლექციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებმა ისაუბრეს ენერგეტიკოსზე, როგორც მომავლის პროფესიაზე და ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებაზე, უპასუხეს მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.

 

„სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება“ პროექტის მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ინიციატივის შედეგად დაახლოებით 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …