Turkish Airlines-მა ლოგო განაახლა

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ლოგო განაახლა. ახალ ლოგოტიპში თეთრი და ლურჯი ფერის ნაცვლად წითელი ფერი დომინირებს. ის 7 ხაზს აერთიანებს, რაც თავის მხრივ 7 კონტინენტის სიმბოლოა.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-მა ​მასშტაბური რებრენდინგი ბოლოს 2010 წელს განახორციელა, რაზეც ბრიტანულმა კომპანია Priestmangoode-მ იმუშავა. თუ რომელმა კომპანიამ იმუშავა 2019 წელს განხორციელებულ რებრენდინგზეკომპანიაში ამ დროისათვის არ ასაჯაროებენ.

ლოგოტიპის ცვლილების ფონზე მოხდება თუ არა Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდების გარე დიზაინის ცვლილება და მათზე ახალი ლოგოების დატანა, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ Turkish Airlines-ი თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც სტამბოლშია ბაზირებული. ავიაკომპანია 220 საერთაშორისო და 42 შიდა რეისზე ახდენს ოპერირებას. Turkish Airlines-ი მსოფლიოს 120 ქვეყანაში დაფრინავს, ეს ის შედეგია რაც სხვა ავიაკომპანიას ჯერჯერობით არ აქვს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …