Turkish Airlines-მა პირველ კვარტალში 233 მლნ დოლარი გამოიმუშავა

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო მოთხოვნის ძლიერი აღდგენის წყალობით, 233 მილიონი დოლარის (4,4 მილიარდი თურქული ლირა) წმინდა მოგების შესახებ განაცხადა.

თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა გამოაქვეყნა წმინდა მოგების ზედიზედ შვიდი კვარტალი მას შემდეგ, რაც საჰაერო მოგზაურობის სექტორი მძიმედ დაზარალდა 2020 წელს COVID-19 პანდემიის პირველი ტალღის დროს.

ავიაკომპანიამ რეკორდულ მაღალ შემოსავალს 2023 წლის პირველ კვარტალში მიაღწია. როგორც თურქული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით, წერს მან მიაღწია 4,4 მილიარდ დოლარის (82,1 მილიარდი ლირა) შემოსავალს, რაც 43%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

სამგზავრო გადაყვანებიდან ავიაკომპანიის შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 84% შეადგინა.

გარდა ამისა, პირველ კვარტალში Turkish Airlines-მა გასულ წელთან შედარებით 10%-ით გაზარდა ფლოტისა და თანამშრომლების რაოდენობა.

სამ თვეში თურქეთის ეროვნულმა გადამზიდავმა გადაიყვანა 17 მილიონზე მეტი მგზავრი, დატვირთვის კოეფიციენტით 80.1% შიდა მარშრუტებზე და 81.4% საერთაშორისო მარშრუტებზე.

ავიაკომპანიამ შეძლო წმინდა მოგება მიეღო 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების უარყოფითი შედეგების მიუხედავად, რომლებიც თურქეთში 6 თებერვალს მოხდა და 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თებერვალსა და მარტში ავიაკომპანიამ მიწისძვრის შედეგად 430 000 დაზარალებულის ევაკუაცია მოახდინა თურქეთის დაზარალებული სამხრეთ რეგიონიდან და მიაწოდა 29 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

ამჟამად Turkish Airlines-ის ფლოტს ჰყავს 414 თვითმფრინავი, რომლებიც დაფრინავს 343 მიმართულებით – აქედან 290 საერთაშორისოა და 53 – შიდა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …