საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქალაქ ალმათში ყაზახეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო.

ალმათში გამართულ ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 14 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიების წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც ყაზახ კოლეგებთან საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების საკითხები განიხილეს.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …