რას უკავშირდება ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა?

ტურიზმის შემოსავლები მარტში მკვეთრად გაიზარდა და 174.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ეროვნული ბანკის მონაცემებით, რაც წინა წლის მონაცემს 6-ჯერ აღემატება და 2019 წლის მარტის დონის 71.3%-ს შეადგენს.

როგორც გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომ ეს არის შემოსავლების ყველაზე მაღალი აღდგენა 2019 წლის დონესთან შედარებით, მას შემდეგ რაც ტურიზმი განახლდა გასულ წელს.

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ნაწილი დაკავშირებულია მიგრანტების (რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან) ხარჯებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვლის ბოლოს.

შედეგად, რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების დანახარჯების წილი ტურიზმის შემოსავლებში მარტში 44.6%-მდე გაიზარდა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაახლოებით 30%-დან.

“მიგრანტების გათვალისწინებით, ტურიზმის შემოსავლების 85%-ით აღდგენის ალბათობა გაიზარდა 2019 წლის დონესთან შედარებით, რაც ჩვენი საწყისი პროგნოზი იყო რუსეთ უკრაინის ომის დაწყებამდე“, აღნიშნულია გალტ & თაგარტის მიმოხილვაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …