ტუროპერატორმა TUI-მ თურქულ სასტუმროებს რუსების შესახლება აუკრძალა

უმსხვილესი ტუროპერატორის TUI-ის თურქეთის წარმომადგენლობამ TUI Tantur-მა რესპუბლიკის სასტუმროებს წერილი გაუგზავნა რუსი ტურისტების დაჯავშნის გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Turizmgazetesi ავრცელებს.

TUI-ის თურქული ფილიალი ამას ბალტიისპირეთის ქვეყნების ტუროპერატორების სურვილით ხსნის, რომლებსაც კომპანიასთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. სასტუმროებში, სადაც მათი კლიენტები განსახლდებიან, არ უნდა იყვნენ დამსვენებლები რუსეთის ფედერაციიდან. არსებული ჯავშნები უნდა გაუქმდეს და სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან გამოასახლონ.

სასტუმროებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ასეთი რეკომენდაცია ძალაშია 31 მაისამდე. შემდგომი განახლება მოხდება ყოველი თვის 20 რიცხვში. წერილს ხელს აწერს Tantur Travel AS-ის ფინანსური მენეჯერი ჯეზმი ოზქანი.

თუმცა, ამასობაში თურქეთში TUI Tantur-ის რუსული განყოფილება დაიხურა და მისი თანამშრომლები გაათავისუფლეს.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …