თიბისი ₾1 მლნ-ით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ინვესტორებს აწვდის

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი 1 მლნ ლარით დაჯარიმებაზე ინფორმაციას ინვესტორებს აწვდის. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარმა ბანკმა 2007-2008 წლებში შესრულებული ტრანზაქციები შეისწავლა.

განცხადებაში მითითებულია, რომ სებ-ის კვლევის თანახმად თიბისი ბანკსა და გარკვეულ პირებს შორის (რომლებიც სებ-ის მოსაზრებით, შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ ბანკის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილესთან) ტრანზაქციები ტექნიკურად არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას  და არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. იქვე მითითებულია, რომ მარეგულირებელი სადავო ტრანზაქციებს თიბისი ბანკის 2014 წლის IPO-ზე გასვლამდე, 2008 წელს სწავლობდა და პირველადი საჯარო შეთავაზების პროცესისთვის ხელი არ შეუძლია.

„სებ-მა თიბისი ბანკი 1 მლნ ლარით დააჯარიმა, ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება დამატებითი სანციების შესახებ. თიბისიმ უკვე ჯარიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც შეაჩერა ჯარიმის გადახდის პროცესი. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ასევე დაიწყო საქართველოს პროკურატურამ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 თიბისი ბანკი ამ ისტორიულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით უარყოფს ყველა ბრალდებას და გეგმავს მტკიცედ დაიცვას თავისი პოზიცია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში Energy Community-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სემეკის წევრები ენერგეტიკული …