The Financial Times: ევროკავშირი უკრაინულ იმპორტზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინული საქონლის იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტარიფების დაწესება კიევის ეკონომიკას დაარტყამს იმ დროს, როცა ის რუსულ აგრესიას ებრძვის.

როგორც The Financial Times-ი წერს, საუბარია სპეციალური სავაჭრო შეთანხმებების მოქმედების შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინულ საქონელს საშუალებას აძლევდა, ევროკავშირის ტერიტორიაზე იმპორტის გადასახადის გარეშე შესულიყო.

ტარიფების ამოქმედების გადაწყვეტილება პოლონეთს ეკუთვნის, რომელიც ამ გზით საკუთარი ფერმერების დაცვას ცდილობს.

The Financial Times-ის ცნობით, უკრაინას ევროკავშირთან უკვე აქვს გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა ომი დაიწყო, ბრიუსელმა დარჩენილი გადასახადების მოქმედება შეაჩერა. აღნიშნული საშეღავათო პერიოდი 6 ივნისს იწურება და ევროკავშირი მის ჩანაცვლებას „გარდამავალი ზომებით“ აპირებს მანამ, სანამ მხარეები სავაჭრო შეთანხმებაზე იმუშავებენ.

მაგრამ როგორც ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, ეს გარდამავალი წინადადება საგრძნობლად შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უტარიფო კვოტებს, რაც უკრაინელი ფერმერებისა და ბიუჯეტისთვის მაშველი რგოლია.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომამდე არსებულ სავაჭრო პირობებზე დაბრუნება ქვეყნის შემოსავლებს წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი ევროთი შეამცირებს.

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …