STOPCOVID აპლიკაციების გამოყენებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ონლაინდისკუსია ​გაიმართება

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ი STOPCOVID აპლიკაციების გამოყენებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ონლაინდისკუსიას გამართავს.

ონლაინ დისკუსია  დღეს, 17:00 საათზე IRC-ის Facebook გვერდზე გაიმართება.

COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიასთან და მის თანმდევ მოვლენებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები თუ კერძო კომპანიები გარდა სამედიცინო-ეპიდემიოლოგიური ძალისხმევისა, მრავალ ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გვთავაზობენ. მათ რიგებშია ახალ კორონავირუსთან მებრძოლი აპლიკაციებიც.

დისკუსიის მონაწილეები STOPCOVID აპლიკაციების გამოყენების უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.  წარმოდგენილ საკითხებს შორისაა:

რა ტიპის აპლიკაციები გამოიყენება პანდემიასთან გასამკლავებლად?
დაავადების გავრცელების ეფექტიანად შეჩერებასთან ერთად არის თუ არა მსგავსი აპლიკაციები მომხმარებლის მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული?
როგორ იქნება გამოყენებული აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის მოპოვებული პერსონალური მონაცემები?
შეფასებულია თუ არა მსგავსი აპლიკაციების პოტენციური საფრთხეები?

დისკუსიის მონაწილეები არიან: სალომე ბახსოლიანი – საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური); ანა კაპანაძე – Privacy Logic Group-ის დირექტორი (PLG); ირაკლი ლომიძე – ექსპერტი ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში (IRC); გიორგი გურგენიძე – საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი (GISA); მოდერატორი – გიორგი გაბრიელაშვილი (IRC).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …