მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა

მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა, – აღნიშნულია თიბისო კაპიტალის მიმოხილვაში. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მართალია უკრაინასა (წ/წ -93.1%) და რუსეთში (წ/წ -55.8%) ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი, აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც პროგნოზირებული იყო, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, ხოლო სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა.

მარტის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის შეფასება ჩვენს წინა განახლებაშია ხელმისაწვდომი.

ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით 19.3%-ით გაიზარდა. ჩვენი ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …