კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულებით თიბისი ბანკი ლიდერობს

ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულებით თიბისი ბანკი ლიდერობს. როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის I კვარტლის მდგომარეობით თიბისი ბანკი 145 444 985 ლარის დასაკუთრებულ ქონებას ფლობს, საქართველოს ბანკი კი 94 859 602 ლარის. მესამე პოზიციაზე ვითიბი ბანკი ჯორჯია – 19 261 987 ლარით.

2022 წლის I კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 301 850 426 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის N92/04 ბრძანებით დამტკიცებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესით” დადგენილი კომერციული ბანკების პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგებების მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • თიბისი ბანკი – 145 444 985 ლარი,
  • საქართველოს ბანკი – 94 859 602 ლარი,
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 19 261 987 ლარი,
  • ქართუ ბანკი – 15 975 500 ლარი,
  • ბაზის ბანკი – 11 115 940 ლარი,
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 7 828 664 ლარი,
  • სილქ როუდ ბანკი – 229 858 ლარი,
  • კრედო ბანკი – 1 974 350 ლარი,
  • ტერაბანკი – 3 854 056 ლარი,
  • ლიბერთი ბანკი – 162 038 ლარი,
  • ზირაათ ბანკი საქართველო – 28 500 ლარი,
  • პროკრედიტ ბანკი – 147 120 ლარი,
  • იშ ბანკი საქართველო – 735 525 ლარი,
  • პაშა ბანკი საქართველო – 232 301 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …