უკრაინაში რუსეთის შეჭრა გლობალური ეკონომიკის ზრდის შეანელებს და ინფლაციას გაზრდის – სსფ

სსფ-ს განმარტებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გლობალური ეკონომიკის ზრდის შეანელებს და ინფლაციას გაზრდის. სსფ-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა ომმა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური წესრიგი ფუნდამენტურად შეცვალოს.

ადამიანთა ტანჯვისა და ლტოლვილთა დიდი ნაკადების გარდა, ომი ზრდის ფასებს საკვებსა და ენერგიაზე, ზრდის ინფლაციას და ამცირებს შემოსავლებს.

„კონფლიქტი უდიდესი დარტყმაა გლობალური ეკონომიკისთვის, რომელიც ზიანს აყენებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის ფასებს“, – ნათქვამია სსფ-ს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …