მთავრობამ  სპირტიანი სასმლის, ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ  „სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“  დადგენილება მიიღო.

დადგენილების მიღების მიზანია საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის  მაღალ ხარისხს.
დადგენილებაში დეტალურად არის გაწერილი სერტიფიცირების ეტაპები, ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდის პროცედურები, ინსპექტირების ჩატარებისა და სერტიფიკატის გაცემის პირობები.
სერტიფიცირებას ახორციელებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …