S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება – ნათია თურნავა

„სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიში ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა ჯანსაღია და მდგრადად ვითარდება, რაც ხელს უწყობს სექტორის მიმართ ნდობას და ინვესტორთა ინტერესის ამაღლებას. მისასალმებელია ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის პოზიტიური შეფასება. ჩვენ ასევე ვიზიარებთ სააგენტოს მიერ ხაზგასმულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და აქტიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს მათ საპასუხოდ, იქნება ეს დოლარიზაცია თუ არარეზიდენტების ანაბრებიდან მომდინარე რისკები“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ S&P Global Ratings – ის შეფასებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings – მა საბანკო სექტორის ქვეყნის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შეფასებაა სხვა  ქვეყნებთან შედარებით.

გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.