S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გააუმჯობესა

🔹 სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 16 დეკემბერს სს საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გააუმჯობესა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი BB- „სტაბილური“ გახდა.
🔹 პროგნოზის გაუმჯობესება მეტწილად განაპირობა რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდამ და შესაბამისად საოპერაციო მაჩვენებლების მკვეთრმა გაუმჯობესებამ.
🔹 ასევე აღსანიშნავია რომ პოზიტიური ცვლილებით რეიტინგში სს საქართველოს რკინიგზა, საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგს BB „სტაბილური“, მხოლოდ ერთი ნიშნულით ჩამორჩება. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რკინიგზის ბოლოდროინდელ წარმატებულ საქმიანობასა და სტაბილურობაზე.
🔹 S&P Global ათწლეულებია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.
🔹 რაც შეეხება სარეიტინგო კომპანია Fitch_ს, იგი უკვე ორი წელია კომპანიას BB- “სტაბილური“ რეიტინგს უნარჩუნებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …