SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს იწყებს

თბილისი (BPI) – თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება.

ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები – SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას – Strign Art-ს შეისწავლიან.

ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც.  კერძოდ,  SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა.

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …