SkyUp Airlines და Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი და Buta Airway-ი ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს შეასრულებენ.

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

“აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airway-ი კი ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქქო ავიაციის სააგენტომ კომპანიებზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები უკვე მიანიჭა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …