Sinopec-ის პროგნოზით, 2022 წელს ნავთობის ფასი 100 დოლარი იქნება

ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია Sinopec-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის ფასი იქნება  დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში ბარელზე, 2023 წელს კი ის 85 დოლარამდე დაეცემა. ამის შესახებ განაცხადა პრესკონფერენციაზე კომპანიის მმართველმა თავმჯდომარემ მა იუნგშენმა.

“ნავთობის ფასების კონიუნქტურა მომავალში ჯერ კიდევ ძალიან გაურკვეველია. წინასწარი შეფასებებით, მიმდინარე და მომავალ წელს ნავთობის ფასი შეადგენს დაახლოებით 100 დოლარსა და 85 დოლარს შესაბამისად”, – განაცხადა მან.

„ახლა ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელიც გავლენას ახდენს ნავთობის ფასებზე. მათ შორის, გეოპოლიტიკური ვითარება, მაკროეკონომიკური ტენდენციები, “OPEC+”-ის ქვეყნების მიერ მათი პოლიტიკის განხორციელება, დოლარის ცვალებადობა და სხვა. ჩვენ დიდი გაურკვევლობა გვაქვს ნავთობის სამომავლო ფასებთან დაკავშირებით. ახლა ძნელად შეიძლება ვისაუბროთ ზუსტ პროგნოზზე, მხოლოდ სავარაუდო ტენდენციებზე“, – დასძინა მან.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …