SHAREs პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 3 აპრილს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა რიგით მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, თბილისის მერიის  და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გზამკვლევი ენერგეტიკული გაერთიანებების კონცეფციის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია  საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე. კერძოდ, დისკუსიის დროს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს:

  • როგორი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანებების სტატუსი და ფუნქციები;
  • ელექტროენერგეტიკული ქსელის მზაობა ენერგეტიკული გაერთიენებების მიერ გამომუშავებული განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის;
  • სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესი ენერგეტიკული გაერთიანებების მარეგულირებელი ჩარჩოს მიღების პროცესის შესახებ;
  • ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლო როლი ენერგეტიკული გაერთიანებების მხარდაჭერაში.

შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები და აქტივობები.

SHAREs არის Horizon2020 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანებების და ერთობლივი ქმედებების მხარდაჭერას განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …