სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ 2 GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია “ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და “ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს – ჯორჯიამ“ მიიღო.
✅ 2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.
✅ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე, დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.
✅ GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …