ეროვნულმა ბანკმა ბაჰრეინის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბაჰრეინის საჰაერო ტრანსპორტისა და ტურიზმის ასოციაციის მმართველ დირექტორს, მოჰამედ ჯასიმ ბუზიზის, გალფ ჰოტელ ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუკ იუსუფ ალმაედს და გალფ ჰოტელ ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, გარფილდ ჯონსს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლეს.

კობა გვენეტაძემ ბაჰრეინის დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგომარეობა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებმაც Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის მიმართ საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობა უზრუნველყო. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინის საფინანსო სექტორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Gulf Hotels-ი ბაჰრეინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ჰოლდინგია, რომელიც ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შრი ლანკაში, ტანზანიასა და ზანზიბარში მართავს სასტუმროებს. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში “ჯინო ჰოლდინგთან” გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დამტკიცდება ჯგუფი, საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვა და მართვაში აიღებს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ჯინო ჰოლდინგის საკუთრება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …