26 აპრილს, კონფერენცია “მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ გაიმართება.
ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს საზღვაო ეკონომიკის პოტენციალი ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფო ორგანიაზციებთან ერთად ენიჭება კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას.
ღონისძიება დაეთმობა საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა-აკვაკულტურის და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძების ორგანიზატორია შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (Black Sea Common Maritime Agenda -CMA) დახმარების მექანიზმის (Black Sea Assistance Mechanism – BSAM) საქართველოს ეროვნული ჰაბი, რომელსაც წამოადგენს ტურიზმის ინსტიტუტი.
შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგი შეიქმნა ევრო-კომისიის (European Commission) მიერ რათა წახალისდეს აღნიშნულ ზღვაზე არსებული ქვეყნების, უკრაინის,მოლდოვეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო ეკონომიკის დარგში. დეკლარაციას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, ქალაქ ბურგასში, ბულგარეთი.
საერთო საზღვაო დღის წესრიგს აქვს 3 ძირითადი მიზანი მდგრადი და ძლიერი საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის: ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემა; კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი საზღვაო ეკონომიკა და ინვესტიციების მოზიდვა.
ამისათვის კი გამოვლენილია სექტორები, რომელთა ირგვლივ უნდა მოხდეს აღნიშნული დღის წესრიგის განვითარება: ა) ძლიერი საზღვაო ტურიზმი ბ) სუფთა საზღვაო ტრანსპორტი გ) მდგრადი მეთევზეობა და აკვაკულტურა დ) გაციფრულების ხელშეწყობა და ე) ცირკულაური ეკონომიკა.
ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაირეთ ბმულის საშუალებით (https://ec.europa.eu/eusurvey/runner/Georgian_Integration_Blue_Economy). ღონისძიება ტარდება ონლაინ ფორმატში.