საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით – დავით სონღულაშვილი

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობ პროდუქტებზე. ბუნებრივია ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშულ საკითხზე საქართველოს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და კერძო სექტორი ერთობლივად მუშაობენ.

„პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ამბის სათავისოდ გამოყენებას თუმცა, ვფიქრობ, რომ აქცენტის გამოსავალზე უნდა გადავიტანოთ და არა პრობლემის სიმწვავეზე. ეს პრობლემა ნამდვილად არ აღმოუჩენია ოპოზიციას. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს მთავრობა, უმრავლესობა და კერძო სექტორი, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …