თბილისი (BPI-UG) – საქართველო გეოგრაფიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობას. მას ტურისტებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შეთავაზება შეუძლი : თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო ხდის საქართველოს ტურისტულად ძალიან პოპულარულ ქვეყანად.
ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდაა მიჩნეული. თუ გადავხედავთ სტატისტიკას აღმოვაჩენთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია.
გთავაზობთ ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქების რეიტინგს:
- ბათუმი – ეს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზესი ქალაქია. ბათუმი ტურისტების სიჭარბითა და მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული მშვენიერი ბულვარით გამოირჩევა. ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან ერთად ამ ქალაქში ევროპულ კერძებსაც დააგემოვნებთ. ტურისტების განსაკუთრებულ მოწონებას ღამის ბათუმი იმსახურებს. საღამოს ეს ქალაქი განსაკუთრებულად განათებულია.
- თბილისი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბათუმის შემდეგ ტურისტულად ყველაზე პოპულარული საქართველოს დედაქალაქი თბილისია. აქ მთელი წლის განმავლობაში ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი და ტურისტი შემოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი – ორიგინალური ვიწრო ქუჩები, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია – მონასტრებით.
- მცხეთა – საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, ყოველ წელს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტურისტების განსაკუთრებულ მოწონებას სვეტიცხოვლამდე მიმავალი ვიწრო გზა და ამ გზაზე გასაყიდად გამოფენილი, ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სუვენირი იმსახურებს.
- მესტია – ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები.სვანეთის ეგზოტიკური, ხალასი, თვითმყოფადი და იდუმალებით მოცული მთების სამყარო ტურიზმის განვითარებისათვის მართლაც იდეალურ პირობას ქმნის. აქაური ძეგლები თავისი ხასიათით თვითმყოფად ბუნებასთან ერთად, უნიკალურია. აქ წარმოდგენილია ადრეული და შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები, კოშკები, უმშვენიერესი და საინტერესო ბუნება. ამიტომ სვანეთს, როგორც დიდი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მქონე რეგიონს, უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს. ბევრი ტურისტისთვის ქვეყნის მონახულების მოტივაცია, ძირითადად, სვანეთს უკავშირდება, შესაბამისად ეს რეგიონი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მდგრადი ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
- სიღნაღი – თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სიღნაღი საქართველოს გამორჩეული კუთხეა, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად ითვლება. სიღნაღში ჩასულ ტურისტს უამრავი ისტორიული ძეგლისა და მუზეუმის მონახულება შეუძლია. ტურისტების განსაკუთრებულ მოწონებას ასვე, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი გემრიელი სამზარეული იმსახურებს.
ელენე ცოტაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი