საპატიო კონსულების ინსტიტუტი სასარგებლო მექანიზმია იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია უფრო მეტად მოვახდინოთ – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო საპატიო კონსულების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ახალ პროგრამას შეიმუშავებს, რაც საპატიო კონსულებისათვის საქართველოს უფრო ახლოდან გაცნობას და ქვეყნის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, კიდევ უფრო მეტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

 

როგორც „საქართველოს ბანკის“, „ჯეოქეისის“ და „კომერსანტი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართული „ეკონომიკური ფორუმის“ პირველი დისკუსიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც „ეკონომიკური დიპლომატია“ იყო, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის საპატიო კონსულების ინსტიტუტი ერთ-ერთი კარგი და სასარგებლო მექანიზმია.

 

ქვეყნის პირველი დიპლომატის განმარტებით, ამიერიდან საპატიო კონსულების დანიშვნამდე მათი საქართველოში მოწვევა მოხდება, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ქვეყანას და ადგილზე მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნის საჭიროებების შესახებ.

 

„საპატიო კონსულების ინსტიტუტი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი და სასარგებლო მექანიზმია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა, პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ამ ინსტიტუტის განვითარებაში დიდი როლს თამაშობს პირადი ურთიერთობებიც, რადგანაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ურთიერთობა ადგილზე, ვიდრე მათ წარდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული შედეგები თავისი პროფესიული ცხოვრებიდან კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ რეგიონში. და ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი დიასპორისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

ვფიქრობ, რომ ამ მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერება და გამყარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და სწორედ ეს იყო მიზანი და მიზეზი იმის, რომ ჩვენ დაახლოებით 60-მდე ქვეყნიდან მოვიწვიეთ საპატიო კონსულები და რა თქმა უნდა ეს ხალხი სხვადასხვა ინდუსტრიებში არიან წარმოდგენილნი და რეალიზებული თავის ქვეყნებში და ჩვენ მათი პოტენციალის გამოყენება გვჭირდება იმაში, რომ ერთის მხრივ ჩვენს ქვეყანას დაუჭირონ მხარი უკეთესად წარმოჩენაში იმ ქვეყნის კონკრეტულ რეგიონში, სადაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა. როგორც იცით ჩვენი საელჩოები განთავსებულია დედაქალაქებში და არის ქვეყნები სადაც რეგიონები ძნელად ხელმისაწვდომი და დასაფარია.

 

აღმოვაჩინეთ, რომ 50-მდე ადამიანიდან ნახევარზე მეტი საქართველოში არ იყო ნამყოფი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი საპატიო კონსული რომელიც დაინიშნება აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. გაეცნოს აქაურ გარემოს. ჩვენ აუცილებლად შევქმნით რაღაც პროგრამას, რითაც ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად, მათ მივცემთ სრულ ხედვას და სრულ საჭიროებებს ჩვენი ქვეყანაზე. ვფიქრობთ ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ. საელჩოებს მათთან აქვთ კარგი კომუნიკაცია, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი და სურვილია, რომ მათი ყოველდღიური ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაში იყოს ჩვენს პრიორიტეტებთან მხარდაჭერაში. ვფიქრობთ, რომ ახალი იმპულსით შეუდგებიან ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

წყარო: კომერსანრი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …