Ryanair-ის გამოკითხვაში თბილისი სასურველი მიმართულებების ფინალშია

თბილისი (BPI) – Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები თბილისი პირველ ოთხეულშია.

იქნება თუ არა თბილისი ავიაკომპანიის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებული ხვალ, 13 თებერვალს გაირკვევა. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქს 3 ქალაქი ბარსელონა, მალიორკა და ლონდონი ეცილება.

კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. პირველ ეტაპზე თბილისმა რომი (71% 29%-ის წინააღმდეგ) და სანტორინი (70/30-ის წინააღმდეგ) ჩამოიტოვა უკან, მეოთხედფინალში კი პარიზი 20/80-ზე დაამარცხა.
ახლა არჩევანი მოგზაურებზეა და მათ მოუწევთ 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებულის ბედის გადაწყვეტა.

შემთხვევითი სიახლე

მუზეუმია ჩარჩოების გარეშე – საქართველოს ბანკი და SOLO ახალ პროექტ HOLOSEUM-ს იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის …