Ryanair-ის ბილეთების ფასი თბილისიდან და ქუთაისიდან მილანის, მარსელისა და ბოლონიისკენ €16.99 -დან იწყება

თბილისი (BPI) – Ryanair-ის ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე მილანის, მარსელის და ბოლონიას მიმართულებით, ფრენების ფასები €16.99 -დან იწყება, რომელიც დღეიდან 2020 წლის მარტის ბოლომდე მოქმედებს.

ბილეთები 11 ნოემბრის შუაღამემდეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ Ryanair-ის წარმომადგენელმა ოლგა პავლონკამ ზამთრის განრიგის წარდგენისას განაცხადა.

ზამთრის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 130,000 მგზავრის გადაყვანას გეგმავს.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …