16 და 17 აპრილს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

16 და 17 აპრილს  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.

“ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს  ბათუმის  მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ  თანდართულ ცხრილში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …