საქართველოს რკინიგზა 1,2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გზარდილი მგზავრთნაკადის ფონზე საქართველოს რკინიგზა თბილისსა და ბათუმს შორის დამატებით რეისებს აანონსებს. კომპანიის ინფორმაციით, 1,2 და  3 აპრილს,  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

“გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1,2 და 3  აპრილს,  თბილისი- ბათუმი -თბილისის  მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ  ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …