თბილისი (BPI) – 2018 წელს ყველაზე მცირე რაოდენობის საერთაშორისო მოგზაურები საქართველოს 4 ქვეყნიდან სტუმრობდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს 2018 წელს ვანუატუდან, საფრანგეთის გვიანიადან, პაპუა ახალი გვინეადან და სოლომონის კუნძულებიდან თითო-თითო ვიზიტორი ეწვა.
აღსანიშნავია, რომ ანგილიას, ვირჯინიის კუნძულები აშშ-ს, კაიმანის კუნძულების, ნიდერლანდი ატილების, პუერტო რიკოს, ამერიკის სამოას, ველისი და ფუტუნას, მარშალის კუნძულების, საფრანგეთის პოლინეზიას, ტუვალუს, მაიოტასა და რეუნიონის მოქალაქეები 2018 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალით არ დაინტერესებულან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტუვალუდან 2017 წელს საქართველოს 50 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც შეეხება რეუნიონს, 2017 წელს ამ ქვეყნიდან საქართველომ 10 ტურისტი მიიღო, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 0-ის ტოლი იყო. ასევე ვირჯინიის კუნძულები აშშ-დან საქართველომ 2017 წელს 7 ტურისტი მიიღო, ხოლო ამერიკის სამოადან – 36.
გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2018 წელს საქართველოს მხოლოდ ათამდე საერთაშორისო მოგზაური ჰყავდა:
ვანუატუ 1 (2)
საფრანგეთის გვიანა 1 (4)
პაპუა ახალი გვინეა 1 (4)
სოლომონის კუნძუები 1 (16)
პალაუ 3 (2)
სენტ ვინსენტი გრენადინები 4 (0)
გვინეა-ბისაუ 4 (8)
კაბო-ვერდე 4 (4)
ჩადი 5 (14)
გრენადა 6 (11)
სამოა 6 (17)
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 6 (5)
სენტ-ლუსია 7 (2)
ნაური 7 (0)
ბელიზი 8 (17)
მონაკო 9 (8)
სან-ტომე და პრინსიპი 9 (3)
შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია 2017 წლის მაჩვენებლები.