თბილისი (BPI) – PwC საქართველოს აკადემია და დიდი ბრიტანეთის პერსონალისა და განვითარების სამეცნიერო ინსტიტუტი (CIPD) აცხადებს ორ „პრემიუმ“ ტიპის პროფესიული კვალიფიკაციის პროგრამას – სერთიფიკატი ადამიანური რესურსების პრაქტიკაში (CHRP) და სერთიფიკატი ადამიანური რესურსების მართვაში (CHRM).
CIPD-ის პროგრამების უნიკალურობა მისი სტრუქტურაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანური რესურსების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, განავითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში და საკუთარი ორგანიზაციების სასარგებლოდ ამ სფეროს სტრატეგიულ რგოლად გარდაქმნაში.
„ვამაყობთ იმით, რომ პროგრამების ექსკლუზიური წარმდგენები საქართველოში ვართ ჩვენ, რათა დავეხმაროთ ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიღრმავონ ცოდნა, მნიშვნელოვნად აიმაღლონ კვალიფიკაცია და, რაც მთავარია, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება,“ – განაცხადა იან სტეფან-მა, PwC ევრაზიის აკადემიის ლიდერმა და CIPD-ის სერთიფიცირებულმა ტრენერმა.
ორშაბათს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, PwC საქართველო უმასპინძლებს პირველ ონლაინ სემინარს CHRP და CHRM პროგრამების თაობაზე. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- უშუალოდ გაესაუბრონ ჩვენს ტრენერს, იან სტეფანს, რომელსაც აკადემიური მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სამ კონტინენტზე.
- მოხვდნენ ადამიანური რესურსების სპეციალისტთა გარემოცვაში, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ შემოთავაზებულ ორ პროგრამას შორის. ჩვენ დაგეხმარებით იმ პროგრამის შერჩევაში, რომელიც უფრო მიზანშეწონილია თქვენი პოტენციალის სრულად გამოვლენისა და შემდგომი კარიერული წინსვლისთვის.
სემინარზე დასწრება შეგიძლიათ როგორც PwC საქართველოს ოფისში (მერაბ ალექსიძის ქ. 12, მე-7 სართული) – ამისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით:
https://goo.gl/forms/6CeGQ9411mNkmKgn1 ან დაესწროთ ონლაინ რეჟიმში Google Hangout Meet პროგრამის საშუალებით: meet.google.com/tsy-phia-isf
CIPD არის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთა პროფესიული ასოციაცია, რომელიც 1913 წელს დაარსდა. სათაო ოფისი მდებარეობს უიმბლდონში, ლონდონში (დიდი ბრიტანეთი). ამ სფეროში მსოფლიოს უძველესი ასოციაცია აერთიანებს კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმებულ 145 000-ზე მეტ წევრს მსოფლიოს მასშტაბით.
PwC-ში ჩვენი მიზანია საზოგადოების ნდობის ამაღლება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მათი დახმარება. ჩვენს ქსელში შემავალი ფირმები 158 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 255.000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს. მეტი ინფორმაციის მისაღებად და ასევე თქვენი მოსაზრებების გამოსახატავად გთხოვთ იხილოთ ვებგვერდი www.pwc.com/ge
PwC საქართველოს ოფისი თბილისში გაიხსნა 2005 წელს. ფრაისუოთერჰაუსკუპერი საქართველო მუშაობს, რომ დაეხმაროს თავის კლიენტებს ადგილობრივ ბაზარზე, გახდნენ უფრო წარმატებულები და გლობალურად კონკურენტუნარიანები. დღეს თბილისის ოფისში დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი.
PwC არის ფრაისუოთერჰაუსკუპერს ინტერნეიშენალ ლიმიტედ-ის კომპანიების ქსელს, რომელთაგან თითოეული არის ცალკე დამოუკიდებელი იურიდიული პირი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.pwc.com/structure