მაისიდან პურის გაძვირება ანონსდება

პურის გაძვირდება გარდაუვალია. “პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, მაისიდან პურის ფასის კორექტირება მოხდება და ის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირდება.

დოლიძის თქმით, მარტის შემდეგ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილის ღირებულება იყო 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა.

“ადგილობრივი ფქვილის ღირებულება კი 80 ლარია. ამას თუ დავუმატებთ გადასახადს – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტუბუციის – ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებში და დღის წესრიგში დადგა ფასწარმოქმის გადახედვის საჭიროება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც თქვა, რომ ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა – უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე – მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …