თბილისი (BPI) – PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით 14 თებერვლის ჩათვლით ფრანგულ და ევროპულ კოსმეტიკურ ბრენდებზე ფასდაკლება გამოცხადდა. ყველა მომხარებელი, ვინც აქციის ფარგლებში უმაღლესი ხარისხის ევროპულ კოსმეტიკას შეიძენს, სპეციალურ ფასს და ცალკეულ შემთხვევებში საჩუქრებსაც მიიღებს.
ფასდაკლებები 20-დან 40%-ის ფარგლებში მერყეობს. 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება „ბიოდერმას“, „ლე პეტიტ ოლივერის“, „ნუქსის“, „სოსკინის“ ფრანგულ კოსმეტიკაზე. 40%-მდე ფასდაკლება შეუძლია მიიღონ „ესტედერმისა“ და „კოდალის“ მომხმარებლებმა. „ტოპიკრემის“ მომხმარებელი საყვარელ ბრენდს 25%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.
ფასდაკლება ვრცელდება გერმანული ბრენდის „სებამედის“ პროდუქტებზეც. მომხმარებელი 20-დან 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებს და პარალელურად გათამაშებაში ჩაერთვება. „სებამედის“ პროდუქტების 20 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გაიცემა. გათამაშებაში 10 000-მდე პრიზია. მათ შორის, საოჯახო ტექნიკა, „სებამედის“ პროდუქტები და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში.
ფრანგულ ბრენდებზე – „ვიში“, „ლა როშ პოზე“ და „ავენი“ – 20%-იანი ფასდაკლებაა. მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებულ ბრენდ „ბიო რომსაც“ 20% დააკლდება.
პოლონური „ზიაიას“ სასაჩუქრე ნაკრებებზე სპეციალური ფასდაკლებები ვრცელდება. გარდა ამისა, 25 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად მამაკაცის შხაპის გელს იღებს. საჩუქარს იღებს 100 ლარიან შენაძენზე ფრანგული „კოდალის“ მომხმარებელიც. ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ტუჩის ბალზამი „ფრანგული კოცნა“ გადაეცემა. „ბიოდერმას“ ხელის კრემზე საჩუქრად ბიოდერმას მიცერალური წყალი „სენსიბიოა“.
ასე რომ, ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია.