პრემიერი სამშენებლო სტანდარტების დახვეწას აჩქარებს

თბილისი(BPI) – დიდი დიღმის ტრაგედიაზე პრემიერმა განაცხადა, რომ  თავის დროზე ტექნიკური რეგლამენტების გაუქმებამ შექმნა ვაკუუმი. ამასთან  აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი სტანდარტების დახვეწას აგრძელებს. ამავდროულად პრემიერმა მერიას პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა. შესაძლო დამნაშავეთა პასუხისმგებლობას, მისი თქმით, გამოძიბამ უნდა დაადგინოს და მისისაკომენტარო არ არის.

“გაზპრომთან” ახალ ხელშეკრულებაზე მან განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თუ სახელშეკრულებო პირობები შეიცვლება ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას გაავრცელებს. აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები “გაზპრომთან” ჯერ არ გამართულა. “საქართველო სატრანზიტო ფუნქციით მნიშვნელოვან სარგებელს იღებს და ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან განაცხადა, რომ  ყაზტრანსგაზზე ფინანსთა სამინისტრო  განაცხადებს, მთავრობის სხდომის შემდეგ. აღნიშნა რომ კომპანიისთვის ვალების ჩამოწერა არ იყო სტანდარტული. “ჩვენ ქვეყანას $190 მლნ-ით დაჯარიმება ემუქრებოდა.”

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …