“პოპულუსის“ ხის ჩანთები – სტიპენდიით დაწყებული ბიზნესი

თბილისი (BPI) – ლაზერული ხის მჭრელით მასალის დამუშავება დაახლოებით 40 წუთი გრძელდება, შემდგომ მასალა სუფთავდება. ამას მოსდევს გაპრიალებულ მასალაზე ლაქის დატანა,  ხემ რომ წყალი არ შეიწოვოს. იჭრება სასურველი ფორმის თექა და ჩანთას სარჩულად ედება. წებოს გამოყენებით იწყება სხვადასხვა დეტალის ერთმანეთთან დამაგრება.  წინასწარ იქარგება სხვადასხვა ორნამენტები, რომლებიც პროდუქტის გასაფორმებლად გამოიყენება, ეს მას კიდევ უფრო მეტ ორიგინალურობას მატებს. ბოლოს წინასწარ გამზადებული ყური უკეთდება უკეთდება  და „პოპულუსის“ ჩანთაც მზადაა, ის მფლობელს ელოდება.

„პოპულუსის“ ჩანთებს მარიამ სიორდია და თინა ოსაძემ ამზადებს. ბავშვობაში ორივეს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა. თინას სულ ჟურნალისტობა უნდოდა, მარიამი კი იურისტობაზე ოცნებობდა. ხელნაკეთი ნივთების გაკეთება საერთო ინტერესი იყო. წლების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ კურსზე მოხვდნენ. ხელოვნებათმცოდნეობა საერთო პროფესია გახდა. მალევე დამეგობრდნენ და სხვადასხვა პროექტში ერთად მონაწილეობდნენ. ხელიდან შანსი არ გაუშვეს და ილიაუნის ფაბ-ლაბის პროექტით დაინტერესდნენ. დაიწყეს ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად და ახალი ბრენდიც დაიბადა. შემდეგ ბაზარზე „პოპულუსის“ პირველი ხის ჩანთის რამდენიმე მოდელიც გამოჩნდა.

წარმატებული იყო პროექტის ფარგლებში პირველი გამოფენაც. „პროექტის მეორე ეტაპზე ან სპონსორი უნდა მოგვეძიებინა ან დაგვეტოვებინა პროექტი, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში სპონსორის მოძიება არც ისე ადვილია. რთულია, დაარწმუნო სპონსორი, რომ ხისგან შექმნილ პროდუქტს, რომელიც ინოვაციურია, მოგების მოტანა შეუძლია. ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვნახეთ  ბოლოს უკვე მოწყენილები დიდხანს ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა. სწორედ ამ პერიოდში უნივერსიტეტიდან სტიპენდია ჩაგვერიცხა და ამ თანხით დავიწყეთ ბიზნესი. ჩვენმა ინვესტიციამ გაამართლა – „პოპულუსი “ რამდენიმე თვეში მომგებიანი გახდა.“

გოგონებმა „პოპულუსი“ გააფართოვეს და ბაზარზე ახალი პროდუქცია – ხის საყურეები და სხვადასხვა აქსესუარი გამოიტანეს. მომხმარებელს შეუძლია ჩანთასთან ერთად შესაფერისი საყურეც შეიძინოს.

ერთი შეხედვით ხის ჩანთების დამზადება არც ისე რთული ჩანს, მაგრამ მისი შექმნა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. თინა და მარიამი ამბობენ, რომ ერთი ჩანთის დამზადებას ერთი დღე სჭირდება ყველა დეტალი ცალ-ცალკე მუშავდება და ეს არ არის მარტივი პროცესი. ხევსურული ნაქარგის დეტალების ხელით მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ეს ამ  ჩანთის ორიგინალობაა და  ხაზს უსვამს პროდუქტის წარმომავლობას. ტურისტების არჩევანიც ეს არის, მათ სწორედ ნაქარგი ორნამენტებით გაკეთებული ჩანთები მოსწონთ. ამბობენ, რომ მათი პირველი მომხმარებელიც ამერიკელი ტურისტი იყო და „პოპულუსის “ პირველი ხის ჩანთა ნიუ-იორკში „გაფრინდა“.

დღეს თინა და მარიამი მეგობრებთან ერთდ ნაქირავებ სახელოსნოში მუშაობენ. ფართის არ არსებობის გამო ხშირად რიგრიგობით უწევთ მუშაობა. „ბოლო პერიოდში შეკვეთები საგრძნობლად გაიზარდა, ზოგჯერ ღამის გათენებაც გვიწევს შეკვეთის მოსასწრებად. ხშირად აგვყავს დამხმარე გოგონები, რათა შევძლოთ პროდუქტის მომხმარებლამდე დროულად მიტანა.“

„პოპულუსი“ სულ რაღაც ერთი წლისაა, თუმცა ამ ასაკისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდია. გოგონები მომხმარებელს სხვადასხვა დიზაინს სთავაზობენ. ბოლო პერიოდში აქტუალურია ფერადი ჩანთები, ჩანთები სხვადასხვა ნახატებით . „ზოგჯერ ჩანთა ისე მუშავდება, რომ ძნელია ერთი შეხედვით მივხვდეთ, რომ მასალად ხეა გამოყენებული. ხშირად ვეუბნები მარიამს იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა მოდელს ვამზადებთ ჩემთვის მაინც პრიორიტეტულად ხის მოდელი რჩება, რომელიც უცხო და ორიგინალურია მას ნამდვილად ეტყობა რომ ჩანთა ხისაა.“

პროდუქტის  შეძენა მომხმარებელს არა მარტო სოციალურ ქსელში, არამედ უკვე სხვადასხვა მაღაზიაშიც შეუძლია. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი მარიამ ახობაძე გვიყვება, „პოპულუსი“ 2016 წლის ზაფხულიდანაა მათი მომწოდებელი და პროდუქტზე დღემდე დიდი მოთხოვნაა. ის დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებში, ბოლო პერიოდია გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. საინტერესო დიზაინი აქვთ თავიანთი ჩანთების, ისეა მოხატული რომ შეხედავ ვერც კი მიხვდები, რომ მასალა  ხეა.   ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარს ყველა ასაკის ადამიანი ყიდულობს ეს პროდუქტი ყველასთვის მისაღებია, „პოპულუსის“  ნივთები ყველასთვის სასურველი საჩუქარია. ბოლო პერიოდია ხის ჩანთებს ცნობილი ადამიანების გარდერობშიც ვხვდებით.

თინას და მარიამს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვთ, აპირებენ თავადვე გახსნან საკუთარი მაღაზია, სადაც მხოლოდ პოპულუსის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მუშაობენ ახალი დიზაინის ჩანთებზე და სულ მალე მომხმარებელს დიდი ზომის ჩანთებსაც შესთავაზებენ.

ამბობენ, რომ სიახლეები მნიშვნელოვანია და სიახლეებით სურთ მომხმარებლების განებივრება.

უკვე შემოთავაზეაც აქვთ რამდენიმე დიზაინერისგან და შესაძლოა, პროდუქტი მოდის კვირეულებზეც იხილოს დამთვალიერებელმა. იგეგმება ქართული ხის ჩანთის საბერძნეთში ექსპორტზე გატანა. „ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე ცნობილ ბრენდად ჩამოვყალიბდებოდით, ახლა დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენელი არაფერია დღეს მე და მარიამი  ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის შემქმნელები ვართ “.

ნინო სამხარაძე

მასალა ქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტისა და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …