Pobeda Airlines-ი პერმი-ბათუმის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – რუსული „ლოუკოსტერი“ Pobeda Airlines-ი 6 ივნისიდან პერმი-ბათუმი-პერმის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს იწყებს.

ავიაკომპანია პერმიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით იფრენს, ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

პერმის აეროპორტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, Pobeda Airlines-იაღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 28 სექტემბრამდე მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პერმიდან თბილისის მიმართულებით რეისებს უკვე ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში პერმიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …