Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან თბილისის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს რეისებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე განმარტებით,  ავიაკომპანია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია, რომ  Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ასრულებს რეისებს. გასულ წელს Pegasus Airlines-ი სტამბოლიდან ქუთაისის მიმართულებითაც ასრულებდა რეისებს.

ამ დროისათვის სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კვირაში 10 სიხშირით ასრულებს რეისებს.

შემთხვევითი სიახლე

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

„ჩვენ გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება ევროპის კეთილდღეობის საფუძველია,“ – ამის …