Opera Management-ი ქართულ ბაზარზე იწყებს ოპერირებას

თბილისი (BPI) – Opera Management-ი, კომპანია, რომლის ძირითადი მიმართულებები არის ფართომასშტაბიანი, კორპორატიული და პერსონალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. იტალიური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებული Opera Management-ის პროექტების სპექტრი ფართოა და  მოიცავს საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის სხვადასხვა ტიპის სამენეჯმენტო მომსახურებას.

კომპანია 26 წელს ითვლის, თუმცა რებრენდინგის შემდეგ ქართულ ბაზარზე Opera Management-ის სახელით ახლა დაიწყო ოპერირება. კომპანიის მთავარი მოტივაციაა შექმნას განსხვავებული გამოცდილება თითოეული დამკვეთისათვის საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ.  მაღალი სტანდარტის სერვისს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კომპონენტის სრული დაცვა ქმნის. ხოლო საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობამ კომპანია კარგი რეპუტაციითა და სანდოობით დააჯილდოვა.

Opera Management-ი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად  ერთდროულად რამდენიმე საინტერესო და მასშტაბურ ღონისძიებას გვთავაზობს მაღალი კლასის სასტუმროებში. კერძოდ, თბილისის ორ ლოკაციაზე, Radisson Blu Iveria Hotel-სა და Sheraton Grand Metechi Tbilisi Palace-ში, ასევე წინანდალში, Radisson Collection Hotel-ში.

ბევრი სხვა საახაწლო პროექტებისგან განსხვავებით, Opera Management-ი ქმნის გამორჩეულ, ფერად, ტრადიციულ, თანამედროვე და ელეგანტური საღამოს მიქსს სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისათვის.

Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში ახალი წლის ღამეს სტუმრების ჯადოსნურ საახალწლო განწყობაზე დათუნა სირბილაძე და ანსამბლი შვიდკაცა იზრუნებს. Sheraton Grand Metechi Tbilisi Palace-ში ლელა წურწუმია და ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე, ხოლო „ რადისონ ქოლექშენ წინანდალის მამულში“ სტეფანესთან ერთად შევხვდებით 2020 წელს.

რაც შეეხება საღამოს წამყანებს, ისინი ყველასათვის საყვარელი სახეები იქნებიან, რომლებიც სტუმრებს ბევრ  საახალწლო საჩუქარსა და დაუვიწყარ საღამოს პირდებიან.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის დაფინანსებით პირბადეების საწარმო “ჯეომასკი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან’’ პარტნიორობა დაიწყო. …