OpenAI-მ Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპი შეისყიდა

კომპანიამ OpenAI სტარტაპ io-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შესაბამის გაჯეტებს აწარმოებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ 6,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მასშტაბური გარიგებაა OpenAI-ს ისტორიაში.

io Apple-ის ყოფილმა მთავარმა დიზაინერმა ჯონი აივმა 2019 წელს, კორპორაციიდან წასვლის შემდეგ შექმნა. OpenAI-სა და io-ში ის საკუთარ თავზე შემოქმედებით და დიზაინერულ მოვალეობებს აიღებს. სტარტაპის გუნდი ChatGPT-ს შტატში შევა. ამასთან, აივი შეინარჩუნებს კრეატიულ დამოუკიდებლობას და დიზაინის ყველა მიმართულებით დაკავდება.

მოსალოდნელია, რომ გარიგება ზაფხულში დასრულდება, პირველ ერთობლივ მოწყობილობას კი კომპანიები 2026 წელს წარადგენენ.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …