OMW Petrom-ი შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიებას დაიწყებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიულ – რუმინული ენერგეტიკული კომპანიის OMW Petrom – ის დელეგაციას შეხვდა. საუბარი წარიმართა OMW Petrom – ის საქმიანობაზე საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიების პროცესის დაწყებას. აღნიშნული კომპანია რუმინეთში უკვე ახორციელებს შავი ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებით სამუშაოებს. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პროექტის წარმატებით განვითარების მნიშვნელობას, რომელსაც OMW Petrom – ი საქართველოს შავი ზღვის შელფზე ახორციელებს. აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom – ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება.

კომპანიამ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან განახორციელოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

„ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები გაზისა და ნავთობის სააგენტოსთან ერთად იმისათვის, რომ გაზის პოტენციური მარაგები, რომელიც ექსპერტული შეფასებით არსებობს, რეალურად იქნას დაძიებული და საქართველომ მოახდინოს გაზის რესურსების მოპოვება და გამოყენება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომპანია OMV Petrom S.A – მა შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა – ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამით საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. „OMV PETROM” – ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV” – ის შვილობილი კომპანია. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს” საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV – ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …